30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებული დავით ღურწკაია: ციხეში ზის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი

მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა დარჩენილ სინდისის პატიმარს, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან­ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა დავით ღურწკაიამ განაცხადა, რომელიც საპროცესო შეთანხმების შედეგად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

„მე მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა დარჩენილ სინდისის პატიმარს, ასევე ციხეში ზის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ვინც ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია და ყველა მათგანს ძალიან მალე თავისუფლება! დიდი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული იმათ!“- განაცხადა დავით ღურწკაიამ.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს უფორმდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
შემდეგი სტატიაგვიან ღამით ვაკეში, 4 მაღაზია გატეხეს