11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსაჯვრდებულებმა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
საპროცესოს პირობების მიხედვით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 100 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა.
პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა

banner
წინა სტატიაშირუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე ე.წ. სუს-ის კრებსებიდან სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს