საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი.

დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ანალიზი არ არის მეუფე იაკობის ძლიერი მხარე, დაკავდეს იმ საქმით, რომელიც მას ეხერხება – თარხნიშვილი
შემდეგი სტატიაროგორი იყო გიორგი გახარია ბავშვობაში