საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს.

კომიტეტის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, სადაც საკითხი განიხილება. მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანია.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

banner
წინა სტატიაში„ხალხი დიღალა…. სულ გვესმის „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ – კახა კალაძე
შემდეგი სტატიაშსს – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა