საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის მიმართვას, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის მიმართვას, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს დღესვე გადაეცემა. გადაწყვეტილებას კი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიმართა.

პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძის ადგილმონაცვლე „გირჩის” სიით წარდგენილი ჰერმან საბოა.

banner
წინა სტატიაშიწამებაზე შესაბამისი პასუხი გვექნება, ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ევროკავშირს – მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი
შემდეგი სტატიათუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმია! სწორედ ამიტომ უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! – მელია