საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.
მაკრონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ შეეხება ფრონტის ხაზის გასწვრივ სახმელეთო ბრძოლას, მან უნდა მოიცვას საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეტევების შეჩერება.
მაკრონის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.