“საპრლამენტო არჩევნებით უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცის ასარჩევად”

საპრლამენტო არჩევნებთ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცის ასარჩევად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.

„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიცვალა ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება და ამავდროულად ეს არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნები უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მოვუწოდებ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ დიდი ყურადღებით ამ პროცესში. ჩვენ ეს დაგვეხმარება როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი. ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა უნდა გადავიდეს ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

„ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლების, ისე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგანაც ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. მაგალითად, თუ ესა თუ ის ძალა მთავრობაში არ იქნება, ეს იქნება სამყაროს აღსასრული. სწორედ ამას ისმენდნენ ჩვენი ამომრჩევლები. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევნის წინაპირობა. ასევე პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას. ისინი საუბრობდნენ შავთეთრ ფერებში”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა
შემდეგი სტატია“დაიმსახურეს! “- იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე