საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი

საპრეზიდენტო კანდიდადტთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა მომავალ კვირას გახდეს ცნობილი-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, გუნდის პოზიცია ყველასთვის ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.
„რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელიც შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება
შემდეგი სტატიაშარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება