საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატის დარეგისტრირება საღამოს 6 საათზე შეწყდა.

ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა.

არჩევნებამდე 40 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელმოწერების წარდგენა შეწყდება.

„კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება, კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება,“ – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიჭები მზად არიან ხვალინდელ თამაშზე გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ
შემდეგი სტატია,,ფული ნაწილი გაათეთრა ივანიშვილის ფინანსური ფონდიდან გლდანის ბიტკოინების ქარხნის მეშვეობით”