საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება საზოგადოებას აცნობებს, რომ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში უზრუნველყოფისთვის მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში, ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით: ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.

პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა.”

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნებისათვის 82 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს