საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“შეთანხმება 3 ძირითად პუნქტს მოიცავს:

1. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

2. კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან.

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

შეთანხმებას ხელი ბრუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ოფისში მოეწერა.

ჩვენ, საქართველოს პროევროპული ძალების წარმომადგენლები – ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამოვხატავთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მხოლოდ თანამშრომლობას, ორმხრივ პატივისცემასა და ოპოზიციის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, დაუბრუნოს საქართველო დემოკრატიასა და მის პრო-ევროპულ კურსს.

ამგვარად, ვიღებთ პასუხისმგებლობას:

1. მხარს დავუჭერთ ევროპული საქართველოს ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

2. არ ვფოკუსირდებით ჩვენს განსხვავებებზე და არც ერთმანეთს დავესხმებით თავს საპრეზიდენტო კამპანიისას.

3. მოვუწოდებთ და მობილიზებას გავუკეთებთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პირველ და მეორე ტურშიც იმიტომ, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად.

ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ერთობას და იმოქმედებს, როგორც ამ შეთანხმების გარანტორი” – აღნიშნულია პარტიების შეთანხმებაში.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე მოხდა ჩემი მოწამვლა მომწამლეს ყავით – ზვიად კუპრავა
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძემ პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა