საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ხმების დასაცავად საგანგებო მდგომარეობაზე გადადიან.

„ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის გაყალბებები არ ყოფილა არასოდეს გამომჟღავნებული ფოტოვიდეო მტკიცებულებების სახით, მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი.

17:00 საათიდან 20:00 საათამდე დავიცვათ ხმები. გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ უშველის ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლოებამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა (Foto)
შემდეგი სტატიასულ დაფიქსირდა სამართალდარღვევის 29 ფაქტი, ამ 29 ფაქტიდან 15 ფაქტი არ დადასტურდა, 7 ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება – მეზვრიშვილი