საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები 40-მდე ქვეყანაში გაიხსნება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს 40-მდე ქვეყანაში გახსნის. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა დაიწყებს მუშაობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცესკო დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა შეიქმნება და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ვებგვერდზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე
შემდეგი სტატიათბილისში აქცია – „დღე ავტომობილის გარეშე“ გაიმართა