საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება – “ქართული ოცნების ლიდერები რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი იკრიბება. შეხვედრაზე რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონის საკრებულოების დეპუტატები მიდიან.

ესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უცნობია. განხილვის მთავარი თემა კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მმართველი პარტიის სტრატეგიაა.

“ვაგრძელებთ აქტიურ რეჟიმში იმ სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე მუშაობას, რომელიც ჩვენ გვექნება და დავისახეთ მეორე ტურის წინ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. დღეს არის რეგიონული შეხვედრები. ასე ვთქვათ დაყოფილი ბლოკებად. მე როგორც კასპის მაჟორიტარის ვესწრები შიდა ქართლის შეხვედრას. გვექნება სტრატეგიის განხილვა, გვექნება ერთი, ძალიან მკაცრი ვერტიკალი,”- განაცხადა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

“ქართული ოცნების” ოფისში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან ჩამოსულ პარტიულ აქტივისტს ხვდება რეგიონის მაჟორიტარი. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება იმ ვითარების შეფასება, რის გამოც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაში“აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება” – ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება”- ქუცნაშვილი