საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა მოხსნის ვადა ამოიწურა

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა მოხსნის ვადა ამოიწურა. ამ დროის მონაცემებით კენჭს 25 კანდიდატი იყრის. მათგან 19 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, 6 კი საინიციატივო ჯგუფებმა.

პრეზიდენტობის კანდიდატთა მოხსნის გარდა, ასევე ამოიწურა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც.

“იმ შემთხვევაში თუკი კამპანიის დარღვევასთან დაკავშირებით იქნება შემოსული საჩივარი, ცესკო შეისწავლის ფაქტებს და ექნება შესაბამისი რეაგირება,”-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა