საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოში 9 კანდიდატია რეგისტრირებული

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამ დროისთვის ცესკოში 9 კანდიდატია რეგისტრირებული. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტობის მსურველმა კანდიდატებმა ცესკოში ამომრჩეველთა ხელმოწერები 18 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

“ცესკოში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 9 კანდიდატი. მოგეხსენებათ, 18 სექტემბრის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა იყოს წარმოდგენილი ამომრჩეველთა ხელმოწერები. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, რაც არის 28 სექტემბერი”,- განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო
შემდეგი სტატიასაჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი