საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აშშ-ში დოლარი და ფინანსური ბაზრები ჩამოშალა

აშშ-ს პრეზიდენტობის არჩევნების ხმების დათვლის პარალელურად მსოფლიოში დოლარი და ფინანური ბაზრები დაცემას იწყებენ.
ერთი საათის წინ ევრო დოლართან მიმართებაში 2%-ზე მეტად დავარდა 1,12 დოლარამდე, ფუნტი კი – 1%-ით.
დოლარი გაიაფდა 3%-ით იაპონურ იენთან მიმართებაში და 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში.

ვარდნა მიმდინარეობს ხმების დათვლის პარალელურად, რომლის მიხედვითაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
უკანასკნელი მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი – 215.

არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიBBC: ტრამპი ფლორიდაში იმარჯვებს, კლინტონს მოგების მცირე შანსი აქვს
შემდეგი სტატიაიან კელი: ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება