საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი – ცესკო

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი” – აღნიშნა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიTI: ამ არჩევნებზე მოსყიდვას ჰქონდა ადგილი
შემდეგი სტატია„გამოქვეყნდა სამარცხვინო ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ” – ნათელაშვილი წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს