“საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს”- სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა

სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისში სასტუმრო რუმსში შეხვედრას მართავენ. განხილვის მთავარი თემაა – “პოლიტიკური პოპულიზმი საზოგადოებრივი ღირსების მოთხოვნის საპასუხოდ”.
პოლიტიკური მეცნიერებების ამერიკელმა მკვლევარ ფრენსის ფუკუიამი ამბობს, რომ “მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

„ლიდერთა განვითარების აკადემიის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ლიდერებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ რეფორმებში და ეფექტურები იყონ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი ინფორმაცია მივიღე წინასაარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მასალა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, გვასწავლის თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები საქართველოში და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან მომავალში“-ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა.

საერთაშორისო ღონისძიებებს თბილისში ტრადიციულად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა პროფესიონალებმა გააუმჯობესონ ლიდერობისთვის საჭირო ცოდნა, დაეხმარონ ხელისუფლებას მუშაობის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება არჩევნებს, წლევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის გადამწყვეტია თუ როგორ წარიმართება აქ პროცესები,”-ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიასამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება