საპრეზიდენტო არჩევნები და ივანიშვილის ექსპერიმენტი

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო, თუმცა უკომპრომისოდ პოზიტიური მხარე გააჩნია და ეს საქართველოს ისტორიაში პირველად მეორე ტურის აუცილებლობაა. აქვე, ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტი, საქართველოში ყველაზე მიუღებელი პიროვნების პრეზიდენტად გაყვანის მცდელობით, რომელიც ჯერჯერობით ივანიშვილისათვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

უახლოეს დღეებში ვიხილავთ ექსპერიმენტის გაგრძელებას და ეს მე-3 ადგილზე გასულ „ევრონაციონალებთან“ მოლაპარაკების მცდელობა იქნება, სადაც ბიძინა ივანიშვილი პირველ დამარცხების კომპენსირებას შეეცდება. რამდენად არის ეს შესაძლებელი, რომ ევრონაციონალებმა თავისი კანდიდატით ბაქრაძის მეშვეობით მე-2 ტურში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ?
ამის დიდი ალბათობა არსებობს და ეს კარგად ესმის ბიძინა ივანიშვილს და თუ ამას მიაღწია, ზემოთხსენებულ ექსპერიმენტის გართულების პროცესით, მეტ წარმატებას მიაღწევს. რაც დამამშვიდებელი ფაქტორი იქნება მომავალ საპარალამენტო არჩევნებში, სადაც მისი საქართველოსი პიროვნული არსებობის ბედი წყდება.

ამ საპრეზიდენტო არჩევნების ნეგატიურ მხარედ, არა მარტო უშანსო კანდიდატების არსებობა იყო, არამედ შეიძლება ითქვას “კრიჟანი” კანდიდატების უხვი რაოდენობა, ვინც უგულებელყო “რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია” და მუქთაზე მოსინჯეს შანსები. თუმცა მთლად მუქთა არ იქნება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას მიიღებენ.

ეს უკვე მომავალში არჩევნების ხარისხიანობის პრობლემაზე მიუთითებს და აქედან გამომდინარე კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე, სადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატი მხოლოდ გარკვეულ % შედეგად ანაზღაურდება ხარჯები. წინააღმდე შემთხვევაში ამ ტიპის “კრიჟანების” არჩევნებში მონაწილეობა სხვა არაფერია თუ არა ტრაგიკომედია, რომელიც ქვეყნას ვნებს.

გიორგი ალანია

ჩეხეთი 

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მართლაც შთამბეჭდავი შედეგი – გამსახურდია
შემდეგი სტატიალაშა გვასალია: სამეგრელოს და მეგრელებს კი თავი დაანებეთ