საპრეზიდენტი მარათონი: იულია ტიმოშენკო მორიგი გამოკითხვის შედეგად კვლავ ლიდერობს

საპრეზიდენტო რეიტინგის თანახმად, რომელიც უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგმა” მოამზადა, ლიდერობს იულია ტიმოშენკო, მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო, ხოლო მესამეზე – მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ტიმოშენკო.
გამოკითხვა 22-30 ნოემბერს ჩატარდა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 70% აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
შეკითხვაზე – “არჩევნები, რომ ხვალ ჩატარდეს, ვის დაუჭერდით მხარს?”, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:  იულია ტიმოშენკო – 15,8%, პეტრო პოროშენკო – 13,8% , სვიატოსლავ ვაკარჩუკი – 9,6%.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსთა ანტირეიტინგით ლიდერობს ამჟამინდელი პრეზიდენტი პოროშენკო: მას ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცმედა გამოკითხულთა 23,9%.
მეორე ტურის შემთხვევაშიც, იულია ტიმოშენკო უსწრებს პეტრო პოროშენკოს. პირველმა გამოკითხულთა ხმების 27% მიიღო, მეორემ კი – 21%.
ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი “Украинская правда”.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა video
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, გაანებეთ თავი