საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკველვას ატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა