23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას BBC საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ტომბლენში მოხდა. სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და 10 პარაშუტისტი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა, ნანსი-ესეს აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიგეგელია რუსულ სათვალთვალო სისტემებზე: ეს არის დასტური, რომ “ოცნება” თხემით ტერფამდე რუსული მანქანაა
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე დაბრუნება მთლიანად თეირანზეა დამოკიდებული