საფრანგეთში ტერორიზმის მსხვერპლებს პატივი მიაგეს

12308577_1099740740038779_3013685982750618174_n

დღეს საფრანგეთში ეროვნული ცერემონია გაიმართა 13 ნოემბერს ტერორიზმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად. განხორციელებულ თავდასხმას 130 ადამიანი შეეწირა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ ტრაგედიას გადარჩენილები, მათი ნათესავები და ყველა, ვინც ის გადაიტანა.
წაკითხულ იქნა დაღუპულთა სახელები, რომლის შემდეგ შეკრებულებმა დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფანატიკოსების არმია (ისლამური სახელმწიფო) გაანადგუროს”

საფრანგეთის მთავრობა დღემდე ეძებს პარიზის ტერაქტში მონაწილე ორ პირს, მათ შორის სალაჰ სბდესლამს, რომელიც სავარაუდოდ, ან საფრანგეთშია ან ბელგიაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი სტამბულის ატომური ბომბით განადგურებას სთავაზობს მთავრობას