საფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიაში ოთხი მძევალი აიყვანა

საფრანგეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტულუზაში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიაში ოთხი მძევალი აიყვანა. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ გამორიცხავენ ტერორიზმს, თუმცა, ჯერჯერობით, სანამ ბოროტმოქმედის მოთხოვნები არ იციან, დანამდვილებით ვერაფერს იტყვიან.
ადგილობრივი მედია წერს, რომ განგაშის სიგნალამდე მაღაზიაში შეიჭრა მამაკაცი, რომელსაც თავზე მოტოციკლეტისტის ჩაფხუტი ეფარა. პოლიციამ ტერიტორიიდან ხალხი გაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ორჯერ ისროლა ჰაერში.

banner
წინა სტატიაშიევროპა ირანს სანქციებს აღუდგენს, თუკი ის სარაკეტო შეთანხმებას დაარღვევს
შემდეგი სტატიასასამართლომ სავჩენკო მაისის ბოლომდე თავისუფლებაზე დატოვა