საფრანგეთში, სენ-დენში სპეცოპერაცია დასრულდა

საფრანგეთში, სენ-დენში სპეცოპერაცია დასრულდასაფრანგეთის პოლიცია და მთავრობა იტყობინება, რომ სენ-დენის სპეცოპერაცია დასრულდა.
ოპერაციის მსვლელობისას 7 ეჭვმიტანილი დააკავეს, ორი მოკლეს, მათ შორის ქალმა თავი აიფეთქა.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ პოლიციის სპეცდანაყოფები ადგილს უკვე ტოვებენ. სენ-დენიზე მუშაობას ექსპერტები და დეტექტივები განაგრძობენ, რომლებიც დანაშაულის ადგილს და ნივთმტკიცებებს შეისწავლიან.
უკანასკნელი ინფორმაციით, პოლიცია სენ-დენის ეკლესიაში ცდილობს შეღწევას. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რატომ დაინტერესდნენ ძალოვანები ეკლესიით.

banner
წინა სტატიაშითბილისის ცენტრში ბანკი გაძარცვეს
შემდეგი სტატიატელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ-საერთაშორისო გამჭვირვალობა