საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადება პარიზში ტურიზმის მსოფლიო სალონის ერთერთ სტენდზე, აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმოდგენასთან დაკავშირებით.

saelcho-safrangetshi
პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, აფხაზეთი წარმოდგენილი იქნა სტენდზე დიდი აბრით, “აფხაზეთის რესპუბლიკა”, ხოლო სალონის ინტერნეტ გვერდზე იგი მოხსენიებულ იქნა, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა.
საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაუყონებლივ მიმართა სალონის დირექტორს, მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა, აუხსნა რა მას, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.
საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდიდან ჩამოიხსნა აბრა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუქა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი. ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას.
და ბოლოს, საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა-ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულები არ გრძელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, საარჩევნო სიის 50% ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს