საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.

„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ბოლო ინფორმაციით, სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
“ბიბისის” კორესპონდენტის ინფორმაციით, გაისმა დაახლოებით 10 ტყვიის სროლის ხმა.  . სამართალდამცველები მოქალაქეებს თავშეკავებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მომხდარს, ჯერჯერობით, ტერაქტის კვალიფიკაცია არა აქვს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლის შედეგად დაღუპული და დაშავებულები არიან
შემდეგი სტატიაTime-სმა “2018 წლის ადამიანებში” ჟურნალისტთა ჯგუფი დაასახელა