საფრანგეთში საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს + 33(0) 783318689

საქართველოს საელჩო საფრანგეთში პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

“13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.
შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აჰყვებით პანიკას.
ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარიზში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა