საფრანგეთში, ბარსელონეტის დასახლებაში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მან ორი სხვადასხვა მაღაზიიდან შამპანური და სპირტიანი სასმელები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქე ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულშიც იყო დაკავებული. გარდა ამისა, მას საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების ოფიციალური ბრძანებაც ჰქონდა, თუმცა ქვეყანას არ ტოვებდა.

















