საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, სამართალდამცველები აქტიურ გამოძიებას აწარმოებენ, რათა თითოეული სამართალდამცავი და დანაშაულის ჩამდენი პირი გამოავლინონ და მათ კანონის მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციები მწვავე შეტაკებებში გადაიზარდა. დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ქალაქ ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილმა ხანძარმა სახურავის ნაწილი დაანგრია.
















