7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ცნობილ საფონდო მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა საგანები ესროლეს. პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რეგიონის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, „მტრული ჯგუფები სამართალდამცველებს ესხმიან თავს და სხვადასხვა საგანს ესვრიან“. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ ტერიტორიას მოერიდონ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ხვალ ვიწყებთ პროტესტის ახალ და შესაძლოა, მნიშვნელოვან ფაზას!
შემდეგი სტატიანიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და ალმათის ტურნირის ფინალში მედვედევს დაუპირისპირდება