საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შესაძლოა, ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.

ჯორდან ბარდელას სურს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაგრამ აცხადებს, რომ ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს.

ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშისროლა ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან – დაჭრილია პოლიციელი და მოკლულია თავდამსხმელი
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ევროკავშირისკენ სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას