საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა.

ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები “არ არის საკმარისი”.

ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები.

ამასთან სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება.

მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.

banner
წინა სტატიაშიმომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს (ალოკაცია) – IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე
შემდეგი სტატიამთავრობა პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს