საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს + 33(0) 783318689
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ამბით