საფრანგეთში რესტორნების წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სადაც კარანტინის დროს მინისტრები დადიან

საფრანგეთში აიოტაჟი გამოიწვია სატელევიზიო რეპორტაჟმა, სადაც ნაჩვენები იყო პარიზის რესტორნები, რომლებიც ლოკდაუნის დროს განსაკუთრებული სტუმრებისთვის მუშაობენ. ტელეკომპანია М6-ის მიერ ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ამბობენ, რომ რამდენიმე რესტორანს ფრანგი მინისტრები სტუმრობენ. თუმცა, ცნობილი არ არის კონკრეტულად რომელ მინისტრებზეა საუბარი. “ჩვენთან ისევ არის დემოკრატია, ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა” – სადილების ორგანიზატორი ამბობს ჩანაწერში.

პარიზის პრეფექტურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, “რომ დაადგინონ სადილების ყველა ორგანიზატორი და მონაწილე, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებული შეზღუდვების მიუხედავად ეწყობა”

მარლენ შიაპამ, რომელიც სამოქალაქო საქმეების მინისტრია, განაცხადა, რომ ყველა დეპუტატი და მინისტრი, რომელიც არსებულ წესებს დაარღვევს, ისევე უნდა დაჯარიმდეს, როგორც ყველა სხვა მოქალაქე”. ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა თავის მხრივ თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ არც ერთი მინისტრი არ დადიოდა რესტორნებში სპეციალურად მოწყობილ სადილებზე.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ნამიბიას გენოციდისთვის კომპენსაციას გადაუხდის
შემდეგი სტატიაბათუმის ინციდენტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო