29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

საფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ სამმა ხანძარმა, რომელთაგან ორი ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ მარსელთან ახლოს გაჩნდა, 1210 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

ამასთან, ქალაქ კანიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე კურორტ ფრეჟუსში ახლომდებარე ტყის ხანძრის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო.

ჯანდაცვის ორგანოების შეფასებით, რეკორდულ ტემპერატურას ქვეყანაში 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბურჯანაძე: სამ ქართულ ციხეში პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ არის გადაცილებული
შემდეგი სტატიადამასკოს ცენტრში, კაფეში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა