საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ფრანგმა სამართალდამცავებმა, მიმდინარე წელს ერთ-ერთ ქალაქში   სავარაუდოდ დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე გადაამოწმეს, რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცმეებითა და დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა. საქართველოს შსს-ს მიერ მოხდა აღნიშნული პირის
იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ
სამართალდამცველებს.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს
საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი
წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
14 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით
დაკავებული ა.ჯ. საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კულმინაცია-იზორია ზურაბიშვილის განცხადებებზე
შემდეგი სტატიაელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის