საფრანგეთში პოლიციამ მოზარდები დააჩოქა და შემდეგ დააკავა (ვიდეო)

ვიდეომ, რომელშიც პოლიციელებს სკოლის მოსწავლეები მუხლებზე ჰყავთ დაჩოქილი, საფრანგეთში სრული შოკი გამოიწვია. ფრანგული “ლოკალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ მოსწავლეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 12 წლის არის, საერთო ჯამში კი 150 მოსწავლე დააკავეს. შემთხვევას ჰქონდა ადგილი ქალაქ Mantes-la-Jolie-ში, რომელიც პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს. ვიდეოზე ჩანს, რომ პოლიცია სრული აღჭურვილობით არის მისული ინციდენტის ადგილზე. დაკავება მოხდა მოსწავლეების საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. მოსწავლეები მოითხოვდნენ შემოწმებების გაუქმებას და საუნივერსიტეტო გამოცდების გამარტივებას.

 

 

banner
წინა სტატიაშიიაპონია უცხოელ მუშახელს მიიღებს
შემდეგი სტატიამოსკოვში 91 წლის ასაკში რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა