საფრანგეთში პირველად უკანასკნელი 16 თვის მანძილზე ღამის კლუბები გაიხსნება

პირველად უკანასკნელი 16 თვის მანძილზე დღეს, პარასკევს საფრანგეთში ღამის კლუბები გაიხსნება.
მართალია კაფე-ბარები და რესტორნები ბოლო 18 თვის განმავლობაში შიგადაშიგ იხსნებოდა, მაგრამ ღამის კლუბები 2020 წლის მარტში პანდემიის პირველი დარტყმის შემდეგ არ გახსნილა.

დახურულ სივრცეში შესაძლებელია მხოლოდ ტევადობის 75%-ის გამოყენება, ღია სივრცეში – 100%-ით. მთავრობამ განაცხადა, რომ ღამის კლუბში შესასვლელად აუცილებელია ჯანმრთელობის პასპორტის წარდგენა. კონცერტებიც იგივე წესს დაექვემდებარება, ანუ, მაყურებელმა ღონისძიებაზე ჯანმრთელობის პასპორტი უნდა წარადგინოს.

კულტურის მინისტრმა თქვა, რომ მათთვის, ვისაც არა აქვთ ჯანმრთელობის პასპორტი, კლუბებისა და კონცერტების ორგანიზატორებმა თავად უნდა გაუკეთონ ანტიგენის ტესტი.

კლუბებსა და კონცერტებზე ნიღბები აუცილებლობას არ წარმოადგენს.

საფრანგეთში დაახლოებით 1600 ღამის კლუბია, სადაც 30 ათასი ადამიანი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიჯანმო რუსეთში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის მუტაციას აკვირდება
შემდეგი სტატიაჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს