საფრანგეთში ნიცას ტერაქტში მონაწილეობის გამო 8 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში რვა ადამიანი დააკავეს, რომლებიც ნიცას ტერაქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი – Associated Press-ი საფრანგეთის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეჭვმიტანილებს ტუნისური და ფრანგული მოქალაქეობა აქვთ. ისინი, წინასწარი მონაცემებით, სატვირთოს მძროლთან კავშირში იყვნენ,რომელმაც 14 ივნისს ნიცაში ხალხს გადაუარა.
5 მათგანს უკვე წაუყენეს ტერაქტთან კავშირის გამო ბრალდება. მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი სატვირთოს მძღოლს ეხმარებოდნენ.
ნიცას ტერაქტის დროს 86 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20-მდე ბავშვი.

banner
წინა სტატიაში„ძალა ვნებს არჩევნებს“ – საარჩევნო სუბიექტები მშვიდობიანი არჩევნებისათვის გაერთიანდნენ
შემდეგი სტატიადგანან და ელიან – რა ხდება ტექნიკურ უნივერსიტეტში?!