საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ეხმაურება

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

13719692_1138361969556732_6241000775210568577_oსაფრანგეთში მომხდარ ტერაქტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ეხმაურება, რომელიც მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტში მონაწილეობს. “მსურს მივუსამძიმრო საფრანგეთს, ყველა დაშავებულს, ასევე ნიცაში მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებს. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები. ეს არის საერთო გამოწვევა ევროპისა და აზიისთვს”, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს რუსეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა და ერთი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ერთი რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მისი მეგობარი დაშავებულა. ამ დროისთის არსებული ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ვლაქერნობა ანუ ღვთისმშობლის კვართის სახალხო დღესასწაული აღინიშნება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ხვდება