30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

საფრანგეთში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე, ლონდონმა უკრაინასთან ახალი ენერგეტიკული შეთანხმება გამოაცხადა

საფრანგეთში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე, ლონდონმა უკრაინასთან ახალი ენერგეტიკული შეთანხმება გამოაცხადა.

უახლოესი ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი უკრაინას ატომური ელექტროსადგურებისთვის გამდიდრებულ ურანს მიაწვდის – წერს გამოცემა The telegraph

უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ახალი პაკეტი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა წარადგინა. ქარხანა, რომელიც უშუალოდ განახორციელებს გამდიდრებული ურანის მიწოდებას, დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ჩესტერის რეგიონში მდებარეობს.

პროექტის ღირებულება 210 მილიონ გირვანქა სტერლინგია და ეს დაფინანსება უზრუნველყოფს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობას უახლოესი 2 წლის განმავლობაში.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაც გააფართოვა და 70 ახალი სანქცია დააწესა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების, სამხედრო შესყიდვებისა და უკანონო ფინანსური ქსელების წინააღმდეგ.

“სანქციები მიმართულია იმ გემების, თანხებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა.

მხოლოდ 2026 წელს, ბრიტანეთმა თავისი სანქციების რეჟიმით უკვე თითქმის 500 ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და გემი დაასანქცირა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
შემდეგი სტატიასასამართლომ ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა