საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ.
სიტუაციის გასაცნობად ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ სრულად უპრეცედენტო ხანძრის წინაშე ვდგავართ. დღეს არსებული ვითარება ყველაზე მძიმეა, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე დაფიქსირებულა. 160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა და სეზონი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“,-განაცხადა მაკრონმა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ცნობებით, ევაკუირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 360 000-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შემოგარენში.
















