საფრანგეთში კოვიდ პროტესტების ფონზე ვაქცინაციის ორი ცენტრი დაარბიეს

ვაქცინაციის ორი ცენტრი დაარბიეს საფრანგეთში მიმდინარე კოვიდ-პროტესტების ფონზე, რომელიც კორონავირუსის წესების გამკაცრებას მოყვა.
ხელისუფლების განცხადებით, ერთი შემთხვევა პარასკევ საღამოს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა, მეორე კი შაბათს. კედლებზე ანტი ვაქცინაციური მოწოდებები იყო წარწერილი.

შაბათს ასი ათასი დემონსტრანტი გამოვიდა საფრანგეთის ქუჩებში, ისინი ინფექციის ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად შემოღებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. საუბარია სამედიცინო მუშაკების სავალდებულო აცრასა და საზოგადოებრივ ადგილებში “ჯანმრთელობის პასპორტის” წარდგნაზე.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს თავისუფლებების შეზღუდვაში სდებდნენ ბრალს.

პარიზში გამართულ მიტინგზე ფრანგმა პოლიტიკოსმა მარტინ ვონერმა მხარი დაუჭირა პროტესტანტებს და მათ პოლიტიკოსების ოფისებისთვის “ალყის შემორტყმისკენ” მოუწოდა. ვონერი ცნობილია, როგორც ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი, მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება. გუშინ ის აიძულეს პარალმენტის ოპოზიციური ჯგუფი დაეტოვებინა. ვონერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
საფრანგეთში კანონმდებლებისადმი, რომლებიც ვაქცინაციას უჭერენ მხარს, ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. ამავე დროს, გასული კვირის შემდეგ, როცა მაკრონმა მთავრობის გეგმებზე ისაუბრა, ვაქცინაციის პროგრამაში ასობით ათასი ფრანგი ჩაეწერა. მაკრონის მთავრობა კოვიდ-19-ის “დელტა” ვარიანტის თავიდან აცილებას ცდილობს.

გასულ კვირას მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც საფრანგეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევენ, უახლოეს თვეებში პანდემიის მეოთზე ტალღის შესახებ ისაუბრა.

საფრანგეთში მოსახლოების თითქმის ნახევარს გაკეთებული აქვს პირველი დოზა ვაქცინა . ორივე დოზა – დაახლოებით 40%-ს.

banner
წინა სტატიაშიგუშინდელმა დღემ გვანახა, რომ პარლამენტს არათუ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს, არამედ პრაქტიკულად უფუნქციოა – წერეთელი
შემდეგი სტატიაუკრაინელი მეზღვაურების პირველი კომენტარი