საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” პროტესტზე 80 ათასი ადამიანი გამოვიდა

საფრანგეთში უკვე მეცხრე გამოსასვლელი დღეა მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს. შაბათს, 12 იანვარს საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 80 ათასი პროტესტანტი გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ტრიუმფალურ თაღთან დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა გაზი გამოიყენეს.
პარიზში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი იყო აქციაზე. მათგან 156 პოლიციამ დააკავა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 240 ადამიანი დაიჭირეს, მათგან 200 დააპატიმრეს.
“ყვიტელი ჟილეტების” მოძრაობა 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ისინი ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშილოკონიკა ჯორჯი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს