33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

საფრანგეთში კაცი ცივი იარაღით ქუჩაში გამვლელ ადამიანებს თავს დაესხა, დაშავებულია სამი ქალი

პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მამაკაცმა გამვლელ ქალებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

თავდასხმის შედეგად 19, 24 და 36 წლის სამი ქალი დაშავდა — ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ორსულადაა, ხოლო ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციამ თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და დაკავება უკვე შეძლო. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია და სამართალდამცველებს მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

banner
წინა სტატიაშიპესკოვის ცოლმა სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიაPOG: ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა