საფრანგეთში IKEA ჯაშუშობისთვის 1 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

სასამართლომ შვედური ავეჯის გიგანტის IKEA ფრანგული განყოფილება 1 მილიონი ევროთი დააჯარიმა საკუთარი თანამშრომლებისა და უკმაყოფილო კლიენტებზე ჯაშუშობისთვის. კომპანია 2009-20012 წლებში თანამშრომლებისა და სამსახურის კანდიდატების საბანკო ანგარიშებს არაკანონიერად ამოწმებდა. პოლიციისა და კერძო დეტექტივების დახმარებით კი იმ მყიდველებზე აგროვებდა ინფორმაციას, რომლებიც პრეტენზიით მიდიოდნენ და ვისთანაც კონფლიქტური სიტუაცია იქმნებოდა.

სულ განსასჯელის სკამზე 15 ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის ტოპ-მენეჯერები, მაღაზიათა ხელმძღვანელები და პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩამჭრელი კითხვა მეზვრიშვილს
შემდეგი სტატიაჯონსონმა ლონდონში დემონსტრანტების მიერ ჟურნალისტის დევნაზე კომენტარი გააკეთა