BBC-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ იძულებული გახდა 170-ზე მეტი რეისი გაეუქმებინა, რამაც 30 000-ზე მეტი მგზავრის გადაადგილებაზე იქონია გავლენა. მიზეზი გაფიცვაა.
გაფიცვის გამო გადაიდო კომპანია EasyJet-ის ათობით ავიარესიც.
BBC-ის ცნობით, პროფკავშირებმა გაფიცვა პარიზის ყველა მთავარ აეროპორტში გამოაცხადეს. ამასთან, პარასკევს, საფრანგეთის აეროპორტებში, სავარაუდოდ, შეფერხებები გაუარესდება, რადგან პარიზის შარლ დე გოლის, ორლას და ბოვეს აეროპორტებიდან ფრენები 40%-ით შემცირდება.