საფრანგეთში გამგზავრებულ 4 ქართველ ტურისტს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან

საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებულ 4 ტურისტს ამ დროისთვის ვერ უკავშირდებიან. ინფორმაციას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე ადასტურებს. მისი განცხადებით საფრანგეთის საელჩო მათთან კავშირის დამყარებას ამ წუთებშიც ცდილობს.

„ბოლო ინფორმაციით 98 მძიმედ არის დაშავებული, 127 დაღუპული, 180 კი დაშავებული. საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ცხელ ხაზზე რეკავენ, ამ დრომდე დაახლოებით 40 ზარია შემოსული. ძირითადად ლოჯისტიკის საკითხებს ეხება მათი კითხვები. შეუძლიათ თუ არა რომ დატოვონ ქვეყანა. რა პირობებია ამისათვის შექმნილი. არც დაღუპულთა რიცხვში და არც დაშავებულებში არ დასტურდება საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. ვეძებთ საქართველოს 4 მოქალაქეს, რომლებსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ვცდილობთ რომ დავუკავშირდეთ. ისინი ჩამოსულები არიან ტურისტულად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტული აქტების დროს იქ იმყოფებოდნენ. პანიკის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ არის,“ – აცხადებს ეკატერინე სირაძე-დელონე.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს შენობა დღეს საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება
შემდეგი სტატიაადგილები, სადაც პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა